მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

ანონსი

66 დევნილ ოჯახს რუსთავში ბინები გადაეცემა


2014-06-10 18:27:00

11 ივნისს, 13:00 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე რუსთავში 66 დევნილ ოჯახს ახალი ბინების გასაღებებს გადასცემს.

საცხოვრებელი ფართების  გადაცემის ღონისძიებას, მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი მღებრიშვილი და რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური დაესწრებიან.

მისამართი: ქალაქი რუსთავი, რუსთაველის ქუჩა N 16,  ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ შენობა