მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

ანონსი

დევნილთა მისაღები ცენტრი იხსნება


2014-05-15 19:42:00

16 მაისს 14:00 საათზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი დავით დარახველიძე დევნილთა ახალ მისაღებ ცენტრს გახსნის.

მისაღები ცენტრის მიზანია დევნილებს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება შესთავაზოს. ყოველდღიურად მისაღები ცენტრი 250-300, ხოლო თვის განმავლობაში დაახლოებით4000 დევნილს, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ მიიღებს. ცენტრი იძულებით გადაადგილებულ პირებს 11 სახის მომსახურებას გაუწევს.

მისაღები ცენტრის გახსნას ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრებიან. მისაღები ცენტრის გახსნის ღონისძიებას სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო ორგანიზაციებისადა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.