საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი მიგრანტებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო


2017-02-01 18:03:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი რუსთაველის სახელმწიფო თეატრში, „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

ღონისძიება სახელწოდებით „მიგრანტული არტი“ მიზნად ისახავდა დაბრუნებულ მიგრანტთა და მათი რეინტეგრაციის საკითხების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში წლების განმავლობაში კვიპროსში მოღვაწე მხატვრის გიორგი ლაღიძის პერსონალური გამოფენა გაიმართა.

რუსთაველის თეატრის დასის წევრებმა კი თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმის კუთვნილებაში არსებულ ქართველი ემიგრანტების პროზაულ ნაწარმოებები წაიკითხეს.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ დევნილთა და განსახლების სამინისტრო 2015 წლიდან ახორციელებს. აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებულია სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტებისათვის სოციალური პროექტების დაფინანსება, დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების დაფინანსება, ანაზღაურებადი სტაჟირება, პროფესიული სწავლება და იურიდიული დახმარება.

ღონისძიება „ვიპიარ ჯგუფის“ ორგანიზებით გაიმართა, რომელიც სახელმწიფო გრანტის საინფორმაციო უზრუნველყოფას მთელი საქართველოს მასშტაბით.