საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს შეხვდა


2017-02-02 18:03:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ევროპის ბიუროს დირექტორს ვინსენტ კოშეტელს შეხვდა.

შეხვედრაზე სოზარ სუბარმა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორს სამინისტროში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების მიმართულებით მიმდინარე პროექტები გააცნო. მხარეებმა სამინისტროში დაგეგმილი რეფორმის შესახებაც ისაუბრეს.

„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან ნაბიჯს, რომელიც რეფორმის გასატარებლად გადადგით და გიდასტურებთ ჩემს მხარდაჭერას“, - განაცხადა UNHCR-ის ევროპის ბიუროს დირექტორმა ვინსენტ კოშეტელმა.

იხილეთ ფოტოგალერია