საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

მთავრობამ დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა


2017-02-09 17:29:00

საქართველოს მთავრობამ დევნილთა მიმართ 2017-2018 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გეგმა ძალიან ბევრ მიმართულებას ითვალისწინებს, რომელთაგან უმთავრესია დევნილთა საცხოვრებელი სახლებით დაკმაყოფილება და დახმარება, რომ მათ გაუჩნდეთ საკუთარი შემოსავლის წყარო.

„მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილია მინიმუმ 4 000 საცხოვრებელი ბინის გადაცემა დევნილებისთვის. ამაში იგულისხმება როგორც სოფლად სახლების შესყიდვა და ახალაშენებული ბინები, ისე იპოთეკარების დახმარება და მთელი რიგი სხვა მიმართულებები. იმ რეფორმის გატარების შემთხვევაში, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ, რომ გავატაროთ, ეს ციფრი 2 წელიწადში შეიძლება გასამმაგდეს და გაოთხმაგდეს კიდეც. ერთადერთი მიმართულება, რაშიც დაფინანსებას ვამცირებთ, ეს არის ძველი შენობების რეაბილიტაცია დევნილთა საცხოვრებლებისთვის, იმიტომ, რომ როგორც წესი, რეაბილიტაცია იმდენივე ჯდება, რაც ახალი საცხოვრებლის მშენებლობა, ხოლო შედეგი ვერასდროს ვერ არის ისეთი, რაც ახალი კორპუსის შემთხვევაში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იხილეთ ვიდეო