საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

მინისტრის მოადგილე ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა


2017-02-15 10:44:00

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მიერ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირობები გააცნო.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამისთვის“ 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 590 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს. სარეინტეგრაცო დახმარების პროგრამა გულისხმობს სამედიცინო მომსახურების, მედიკამენტებისა და სოციალური პროექტების დაფინანსებას, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამაში ბენეფიციართა ჩართვის ხელშეწყობასა და დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფას.

ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე შოთა რეხვიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს სარეინტეგრაციო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მინისტრის მოადგილემ დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე საინფორმაციო შეხვედრები ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხესა და თელავში უკვე გამართა.