საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

დევნილი აბიტურიენტები გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ კურსებს უფასოდ გაივლიან


2017-02-15 14:38:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შპს „ნებულას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, დევნილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები „ნებულას” ვებ-გვერდზე საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელ ონლაინ საგანმანათლებლო კურსებს უფასოდ გაივლიან.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და „ნებულას” აღმასრულებელმა დირექტორმა სანდრო დოლიძემ მოაწერეს.