საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარმა და ლევან დავითაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს


2017-04-13 11:45:00


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - რატევანსა და დისველში ყველის გადამამუშავებელი საწარმოები დაათვალიერეს.

სოფელ დისველში ეკომიგრანტ ქალთა ყველის გადამამუშავებელი კოოპერატივი „დისველი“ რეგიონების ეკონომიკური განვითარების პროგრამის (RED) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (СENN) თანამშრომლობის ფარგლებში შეიქმნა.

ეკომიგრანტ ქალთა კოოპერატივის პრეზენტაციაზე სახელმწიფოსა და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმატებული თანამშრომლობის, ასევე ეკომიგრანტების ეკონომიკური ხელშეწყობისა და აგრარული დარგის განვითარებაში ქალების როლის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება.

სოფელ დისველის საწარმოში რძეს მთელი სოფელი, დაახლოებით 170-მდე მოსახლე აბარებს. ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „დისველი“ დღის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობისგან შესყიდულ 700-1000 ლიტრ რძეს გადაამუშავებს.

დისველი აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი მეწყრის შედეგად დაზარალებული ეკომიგრანტი ოჯახებით დასახლებული სოფელია.

სოფელ რატევანში მდებარე ყველის გადამამუშავებელი საწარმო „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში (200 ათასი შეღავათიანი აგროკრედიტი) გადაიარაღდა და თანამედროვე მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა. საწარმო ნედლეულს მიმდებარე 5 სოფლის მოსახლეობისგან იბარებს და დღეში 5 ტონა რძეს და 500 კგ ყველს აწარმოებს.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია