საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

გოგი ფაცაცია წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამართულ შეხვედრას დაესწრო


2017-04-11 13:57:00

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა თემაზე “ნეშტის ანთროპოლოგიური იდენტიფიცირების პროცესი და ჰუმანიტარული საქმიანობა“ შეხვედრა გამართა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია დაესწრო.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, როგორც ნეიტრალურმა შუამავალმა, წამოიწყო მასშტაბური პროექტი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ნეშტების მოძიებას, ადგილმდებარეობის დადგენას, ექსჰუმაციასა და იდენტიფიცირებას მოიცავს. კომიტეტის ძალისხმევით შეიქმნა ორი ჰუმანიტარული მექანიზმი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად ამ მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრაში.

შეხვედრაზე, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და გადმოსვენების მიმართულებით სამინისტროს საქმიანობაზე ისაუბრა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მოლაპარაკების შედეგად, ამ დროისთვის, უკვე 60-ზე მეტი მეომრის ნეშტია იდენტიფიცირებული და ეს პროცესი გრძელდება.