საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 227 დევნილ ოჯახს გადაეცა


2017-04-13 15:35:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 227 დევნილ ოჯახს გადაეცა.

ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ქუთაისში, სამტრედიასა და ბორჯომში დაუკანონდათ.

2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, 14 162 დევნილ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.