საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს


2017-04-13 15:42:00

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაბრუნებისა და რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო 2015 წლიდან საგრანტო პროგრამას ახორციელებს.

წელს, ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით გამოყოფილია 590 000 ლარი, რომელიც გრანტის სახით არასამთავრობო ორგანიზაციებზე ნაწილდება. მთავრობის სხდომაზე კონკურსში გამარჯვებული 5 არასამთავრობო ორგანიზაციის საგრანტო ხელშეკრულება დამტკიცდა.

გრანტები სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების სოციალური პროექტების დაფინანსებას, მათ პროფესიულ გადამზადებას, უფასო სამედიცინო დახმარებისა და მედიკამენტების დაფინანსებას მოხმარდება.

2015 წლიდან დღემდე, სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან უკვე 1,5 მილიონი ლარია გახარჯული.