საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

იპოთეკური სესხის დაფარვის მსურველი დევნილი ოჯახების სია


2017-05-08 16:55:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 100 დევნილ ოჯახს დაუფარავს.

გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2017 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ საცხოვრებელი სახლი/ბინა და აღნიშნული ოჯახის ერთადერთ ფაქტიურ საცხოვრებელს წარმოადგენს.

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე არის არაუმეტეს 20 000 ლარი.

2017 წელს, იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით განაცხადი 533-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, თითოეულ აპლიკანტს წინასწარი ქულა მიანიჭა. აღნიშნული ქულები გამოქვეყნდა სამინისტროს ვებ-გვერდზე.

სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს შესაძლებლობა ჰქონდათ წარმოედგინათ დამატებითი დოკუმენტაცია, რასაც შესაძლოა გავლენა მოეხდინა მათთვის წინასწარ მინიჭებულ ქულებზე. სამინისტროს დევნილთა დეპარტამენტში არსებულმა წინასწარი შეფასების განყოფილებამ, შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელა დევნილი ოჯახებისათვის წინასწარ მინიჭებული ქულების კორექტირება.

კორექტირებული სია ქვეყნდება სამინისტროს ვებ-გვერდზე:

იხილეთ სია