საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სამინისტრო იპოთეკურ სესხს დაუფარავს


2017-06-06 14:26:00

იპოთეკური სესხის დაფარვის მოთხოვნით, განაცხადი 533-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტმა, დევნილი ოჯახების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე თითოეულ განაცხადი დეტალურად გადაამოწმა.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, სამინისტრო ამ ეტაპზე, იპოთეკურ სესხს 166 დევნილ ოჯახს დაუფარავს.

იხილეთ სია

იპოთეკური სესხის დაფარვისათვის, ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ დევნილ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს.