საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა


2017-06-08 12:21:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელს იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდნენ.

მხარეებმა დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და მათი საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე იმსჯელეს და ამ მიმართულებით მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ მიღებულ კანონზეც ისაუბრეს, რომელიც იოჰანეს ფან დერ კლაუს განცხადებით, მაქსიმალურადაა მიახლოებული საერთაშორისო სტანდარტებთან.