საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

გრიგოლ გიორგაძე დევნილთა შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო


2017-06-08 12:45:00

დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე „იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ“ სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

„ჩვენ სახალხო დამცველის აპარატთან გვაქვს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა. სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები, დევნილთა პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით, ყველა მნიშვნელოვანი გადწყვეტილების მიღების პროცესში არიან ჩართულები. ჩვენთვის ასევე ცნობილია ის გამოწვევები, რაზეც საუბარია ანგარიშში, ვინაიდან ჩვენ უშუალოდ ვმუშაობთ ამ პრობლემებზე. სახალხო დამცველის რეკომენდაციები კი გვეხმარება, რომ ჩვენი სამუშაო უფრო მეტად ეფექტურად განვახორციელოთ. ჩვენ გვაქვს პროგრესი და ეს ასახულია ანგარიშშიც, მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება გამოწვევები, რომლებსაც ჩვენ გეგმაზომიერად მივყვებით“,- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მიმოხილულია ომბუდსმენის საქმიანობა იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის მიმართულებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად არის ჩართული სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მუშაობაში. სახალხო დამცველი ასევე არის დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია