საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა


2017-06-08 17:04:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი სახლები მიწის ნაკვეთებით საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 100 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა.

ეკომიგრანტ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები წალკის, ლაგოდეხის, თეთრიწყაროს, ახმეტის, სიღნაღის, გორის, ხონისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში დაუკანონდათ.

2016 წლიდან დღემდე, უკვე 443 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი სახლი და ეს პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

იხილეთ ვიდეო