საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო


2017-06-13 22:15:00

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა 13 ივნისის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2015 წლის სტიქიის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა 2 წლის წინ, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ყველა გარდაცვლილის ოჯახს. მეორეს მხრივ, ამ დღემ დაგვანახა რამდენის გაკეთება შეუძლია საზოგადოების ერთიანობას და დაგვანახა ისიც, რომ ჩვენს ბუნებასთან სხვანაირი მოპყრობაა საჭირო, რომ მსგავსი ტრაგედიები აღარ განმეორდეს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.