საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

წეროვანში გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდის კონცერტი გაიმართა


2017-06-16 12:57:00

წეროვანში, დევნილთა დასახლებაში იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდასაჭერად გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდის “The Salamanca Band and Bugles of The Rifles“-ის კონცერტი გაიმართა.

ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და საქართველოში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ.

გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული სპეციალური რეზოლუციით, 2001 წლიდან, ყოველი წლის 20 ივნისს ლტოლვილთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია