საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 400-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა


2017-06-22 11:57:00

400-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი სახლები საკუთრებაში გადაეცემა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები თბილისში, ბორჯომში, ფოთში, ზუგდიდსა და ახალციხეში დაუკანონდებათ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს შევუქმნათ ის შეგრძნება, რომ პირველ რიგში, მათ ექნებათ მუდმივი ჭერი და ეს იქნება მათი საკუთრება. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ არც ერთ ჩვენგანს ეჭვი არ ეპარება, რომ ეს არ იქნება მათი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და ყველას გვაქვს ამის იმედი და არა მხოლოდ იმედი, არამედ ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შევძლებთ აფხაზების დაბრუნებას, ოსების დაბრუნებას და შევძლებთ იმასაც, რომ საქართველო აუცილებლად გაერთიანდება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

2013 წლიდან დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 15 000-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

იხილეთ ვიდეო