საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სამინისტროში წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ბიბლიოთეკა გაიხსნა


2017-06-30 11:22:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ბიბლიოთეკა გაიხსნა.

გახსნის ღონისძიებას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მართლმსაჯულების, თავისუფლებისა და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი ქეთევან ხუციშვილი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტ ENIGMMA-ს ხელმძღვანელი ვიოლეტა ვაგნერი დაესწრნენ.

ბიბლიოთეკის გახსნასთან ერთად, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ბაზის პრეზენტაცია გაიმართა. ბაზა ხელმისაწვდომი იქნება როგორც თავშესაფრის სფეროში ჩართული სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოსთვის, ასევე, სხვა დაინტერესებული პირებისთვის.

წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების ბიბლიოთეკისა და მონაცემთა ბაზის ფუნქციონირება მხარდაჭერილია მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მიერ, ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის „მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში“ (ENIGMMA) ფარგლებში.