საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

დევნილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა


2017-07-05 11:27:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სტომატოლოგიურ კლინიკა „New Dent“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, დევნილებს მომდევნო 5 თვის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, სტომატოლოგიური კლინიკის გარკვეული მომსახურებით უფასოდ ისარგებლონ.

მომსახურების მიღება შესაძლებელია თბილისში, პეტრიაშვილის ქ.N32-ში. თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა და სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელისა და სასწავლო ცენტრ „ნიუ-დენტის“ დირექტორმა თეა გზირიშვილმა მოაწერეს. #დევნილებისთვის2017