საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სამშენებლო კომპანიებისგან ბინების შესყიდვის თემაზე სამინისტროში ბრიფინგი გაიმართა


2017-07-20 11:40:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო თბილისში, მწვავედ ავარიული და სახელმწიფოსათვის სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტების დახურვის პროცესს აგრძელებს. სწორედ ასეთ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, სამინისტრომ ბინების გარკვეული რაოდენობის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა.

საცხოვრებელი ფართების შესყიდვასთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების სამინისტრო, მოლაპარაკებებს, დაახლოებით 40 სამშენებლო კომპანიასთან აწარმოებს.

უკვე ორი თვეა, კომპანიები შემოთავაზებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდებზე მითითებულ ელ-ფოსტაზე (offers@mra.gov.ge) ელექტრონულად წარადგენენ. ბინების შესყიდვის შესახებ ინფორმაცია მენაშენეთა ასოციაციის საშუალებითაც გავრცელდა. სამინისტრო კომპანიების შემოთავაზებებს სპეციალურ კრიტერიუმებთან შესაბამისობის კუთხით განიხილავს. სამინისტრო ბინებს მხოლოდ დასრულებულ (ექსპლოატაციაში მიღებულ) ან მშენებარე კორპუსებში შეისყიდის.

დევნილთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს კომპანიებს, რომ 10 დღის ვადაში წარმოადგინონ სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტანდარტების შესაბამისი წინადადებები.

ამ ეტაპზე, სამინისტრო შეისყიდის ბინების იმ რაოდენობას, რაც აუცილებელია, ერთის მხრივ, ავარიული შენობების დასახურად, სადაც ცხოვრება საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს და მეორეს მხრივ, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დასახურად, რათა ხელი არ შეეშალოს ინვესტიციების განხორციელებას.

გარდა ამისა, უმოკლეს დროში, მთავრობა წარმოადგენს პროგრამას, რომლის მიხედვითაც, მთელი საქართველოს მასშტაბით, დაიწყება მასშტაბური მშენებლობები და განაცხადების მიღება.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია