საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

მთავრობის გადაწყვეტილებით დევნილების მიერ შექმნილ ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები საკუთარებაში გადაეცა


2017-07-27 16:29:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, თბილისში, ბროწეულის ქუჩა #41-ში მცხოვრები 243 დევნილი ოჯახის მიერ შექმნილ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას საერთო სარგებლობის ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცა.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ, რომელზედაც დიდი ხანია ვმუშაობთ. იმ კომპაქტურ დასახლებებში, სადაც დევნილები ამხანაგობებს შექმნიან, მათ საკუთრებაში გადავცეთ საერთო მოხმარების ფართები - სხვენები, დერეფნები სარდაფები და ა.შ. ამას ძალიან დიდი ხანია ითხოვენ დევნილები. შრომატევადი სამუშაო იყო, რადგანაც ეს ყველაფერი მოიცავს სრულ აღწერას, აზომვას და ა.შ“, - ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იხილეთ ვიდეო