საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

ზუგდიდში საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე მოხალისეებს ტრენინგი ჩაუტარდათ


2017-08-03 11:29:00

ზუგდიდში, დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საინფორმაციო კამპანიაში მონაწილე 40 - მდე მოხალისეს ტრენინგი ჩაუტარდა.

ტრენინგის თემა იყო - „საარსებო წყაროები და დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2016-2017 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები“.

ტრენინგზე მოხალისეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამებსა და ქვეყანაში მოქმედ სხვა სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებზე, როგორებიცაა: კოოპერატივების შექმნისა და განვითარების, აგროდაზღვევის, პროფესიული განათლებისა და სხვა პროგრამები.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მოხალისეები, კონკრეტულ მისამართებზე, კარდაკარის პრინციპით, პირადად შეხვდებიან დევნილ ოჯახებს, გააცნობენ სახელმწიფო საარსებო წყაროების პროგრამებს და მათში ჩართვის პროცედურებს. ჯამში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 3000-ზე მეტი დევნილი ოჯახი პირადად გაეცნობა საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამებს.

მოხალისეებს გადაეცათ ბეჭდური მასალები, რომლებსაც ისინი დევნილ ოჯახებს დაურიგებენ.

ანალოგიური საინფორმაციო კამპანიის დაწყებას სააგენტო შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებშიც გეგმავს. კამპანიის დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, 6000 - ზე მეტ დევნილ ოჯახს ექნება ინფორმაცია საარსებო წყაროების სახელმწიფო პროგრამების შესახებ.

კამპანია მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის 2016-2017 წლების სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში.

საინფორმაციო კამპანიის განხორციელებაში დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი ZRDA.