საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგი გაიმართა


2017-08-09 12:04:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინიციატივით და UNHCR ის ხელშეწყობით სამინისტროს თანამშრომელთა ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მიზანი იყო მოქალაქეთა მისაღების, ცხელი ხაზის, საჩივრების ცხელი ხაზისა და საქმისწარმოების სამმართველოს თანამშრომელთა გადამზადება.

მსგავსი სახის ტრენინგები მნიშვნელოვანია თანამშრომლების პროფესიული ზრდისთვის, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ბენეფიციარებთან ეფექტურ კომუნიკაციასა და მომსახურების ხარისხის ამაღლებას.

ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია და UNHCR - ის წარმომადგენელი, ბესიკ ანდრიაძე.