საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

გრიგოლ გიორგაძემ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო


2017-08-14 15:44:00

14 აგვისტოს აფხაზეთის ომის დაწყებიდან 25 წელი შესრულდა. ამ დღესთან დაკავშირებით, დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ, სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და კიდევ ერთხელ მიაგო პატივი მათ ხსოვნას.