საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა


2017-09-06 14:09:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი სამხრეთ კავკასიაში გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს იოჰანეს ფან დერ კლაუს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დევნილებისა და ლტოლვილების მხრივ საქართველოში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე პროექტები განიხილეს.

დევნილთა და განსახლების მინისტრმა იოჰანეს ფან დერ კლაუს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეები მომავალში მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.