საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

ქუთაისში 429 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცემა


2017-09-13 14:03:00

16 სექტემბერს, ქუთაისში კიდევ 429 დევნილ ოჯახს - დაახლოებით 1 500 დევნილ მოქალაქეს ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე დაწყებულია ახალი კორპუსების მშენებლობა, სადაც ბინას კიდევ 700-მდე დევნილი ოჯახი მიიღებს.

იხილეთ ვიდეო