საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები მოინახულა


2017-09-28 18:22:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში კრისტიან ვიგენინმა თბილისის ზღვის ახალ უბანში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები მოინახულა.

დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ბინების საკუთრებაში გადაცემის პროცედურები გააცნო და განსახლების მიმართულებით უკვე განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდა.

შოთა რეხვიაშვილის განცხადებით, თბილისის ზღვის ახალ უბანში სამინისტრომ 9 ახალაშენებული კორპუსი შეისყიდა და 630 დევნილ ოჯახს საკუთრებაში გადასცა. მინისტრის მოადგილის თქმით, სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ახალ კორპუსებს მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენებს.