საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა


2017-11-01 16:01:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი საქართველოში უკრაინის ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინის ვიცე-პრემიერის ოფიციალური ვიზიტის დეტალები განიხილეს. უკრაინის ვიცე-პრემიერი პავლო როზენკო საქართველოს მომდევნო კვირაში ეწვევა.