საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარმა თურქეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა


2017-11-01 17:03:00

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა საქართველოში თურქეთის ელჩთან ზექი ლევენთ გუმრუქჩუსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

მინისტრმა თურქეთის ელჩს საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებისა და ამ წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. სოზარ სუბარმა ზექი ლევენთ გუმრუქჩუს სიმბოლური საჩუქარი გადასცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.