საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა


2017-11-02 12:37:00

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი წეროვნის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრა.

კერსტი კალიულაიდმა, დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილესთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად, წეროვნის საჯარო სკოლა დაათვალიერა, მოსწავლეებს შეხვდა და პირველკლასელებს ესტონური ზღაპრების წიგნები გადასცა საჩუქრად.

ესტონეთის პრეზიდენტმა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საკლასო ოთახიც დაათვალიერა.

წეროვნის დევნილთა ჩასახლებიდან კერსტი კალიულაიდი ხურვალეთში გაემგზავრა, სადაც საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას გაეცნობა.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია