საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი და პავლო როზენკო ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ


2017-11-07 20:18:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრი პავლო როზენკო თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში ილია ჭავჭავაძის დაბადების 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.

გამოფენაზე უკრაინის დელეგაციის წევრები კლასიკური გიმნაზიის ორსაუკუნოვან ისტორიას გაეცნენ. არაერთ ცნობილ ქართველ საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწესთან ერთად, თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში უკრაინის პირველი პრეზიდენტი მიხეილ გრუშევსკიც სწავლობდა.

„ილია ჭავჭავაძემ ბოლო 150 წლის განმავლობაში განსაზღვრა ქართველი ერისა და სახელმწიფოს მიმართულება. განსაზღვრა ვინ ვართ, საით ვვითარდებით და სად უნდა ვიყოთ. მნიშვნელოვანია, რომ მისი დაბადების 180 წლის იუბილეს აღნიშვნა იწყება სწორედ იმ სკოლაში, რომელიც მან დაამთავრა და რომელმა სკოლამაც შექმნა მთელი პლეადა საქართველოს ისტორიის“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ილია ჭავჭავაძის 180 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები სახელწოდებით „ილია-ჩვენი თანამედროვე“ თბილისში, საგურამოსა და ყვარელში გაიმართება.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია