საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარმა აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების გამოფენა დაათვალიერა


2017-11-23 18:08:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

„ამ გამოფენაზე წარმოდგენილ ნახატებში არის სოხუმი, ზღვისპირეთი, მოგონებები მაგრამ მეტია ფიქრი მომავალზე. თუ არ ვიფიქრეთ მომავალზე და განვითარებაზე, შეუძლებელი იქნება დავიბრუნოთ ის რაც არის დაკარგული. ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომლის სწრაფი განვითარება იქნება სტიმულის მომცემი თითოეული მოქალაქისთვის. ეს არის ერთადერთი გზა - არასაკმარისი მაგრამ აუცილებელი გზა იმისთვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ვიფიქროთ. ეს დღე აუცილებლად დადგება. მთავარია, ამ დღეს შევხვდეთ მომზადებულები. მომზადება კი არის ჩვენს ერთიანობაში, ერთიან ძალისხმევაში და მომავლის რწმენის განცდაში, რომელსაც აქ წარმოდგენილ ნახატებში ვხედავთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გამოფენა სახელწოდებით - „ჩვენი აფხაზეთი“ საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში გაიმართა.

იხილეთ ფოტოგალერია