საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა


2017-11-27 14:51:00

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილეს ჯორჯ ოკოთ-ობოს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა დევნილთა განსახლებისა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის საკითხებზე ისაუბრეს და ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა ინტეგრაციის საკითხები განიხილეს.

სოზარ სუბარმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს მტკიცე მხარდაჭერისა და სამინისტროსთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

თავის მხრივ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის მოადგილემ ჯორჯ ოკოთ-ობომ მინისტრს ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიზანს საქართველოსთან თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება წარმოადგენს.