საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

გრიგოლ გიორგაძე სახალხო დამცველის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო


2017-11-27 15:28:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე სახალხო დამცველის 2012-2017 წლების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით დევნილთა სამინისტრო ომბუდსმენის ოფისთან მჭიდროდ თანამშრომლობს.

„ჩვენი სამინისტრო ნაყოფიერად თანამშრომლობს სახალხო დამცველის ოფისთან. ომბუდსმენის წარმომადგენელი ჩართულია ყველა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელიც დაკავშირებულია დევნილთა თუ ლტოლვილთა უფლებებთან“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია