საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

გორში დევნილებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს


2017-12-02 15:58:00

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილებისთვის  უფასო სკრინინგ პროგრამა დაიწყო. 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე  პროგრამის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

60 წელს გადაცილებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში,კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტალური კვლევები უფასოდ ჩაიტარონ.  

პაციენტებს კონსულტაციებს  სხვადასხვა სპეციალობის კვალიფიციური ექიმები უწევენ.  სამედიცინო გამოკვლევები სამ ეტაპად გაიმართება.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია