მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

დევნილთა და განსახლების სამინისტრო 2018 წელს სახლს 120 ეკომიგრანტ ოჯახს შეუსყიდის


2017-12-25 13:14:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში „სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელი კომისიის“ სხდომა გაიმართა.

კომისიამ 93 მაღალქულიანი ეკომიგრანტი ოჯახისთვის სახლის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულ ოჯახებს საშუალება მიეცემათ, უსაფრთხო ადგილზე მდებარე საცხოვრებელი სახლი, 25 000 ლარის ფარგლებში, თავისი სურვილის მიხედვით შეარჩიონ.

2017 წელს, სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი 94 ეკომიგრანტ ოჯახს უკვე შეუსყიდა. ამ მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება და 2018 წელს, ჯამში, უსაფრთხო გარემოში სტიქიით დაზარალებული 120 ოჯახი განსახლდება.

კომისიის სხდომას მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.