საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

7 დევნილ სტუდენტს სწავლის საფასური დაუფინანსდა


2017-12-26 19:27:00

ნავთობკომპანია „გალფმა“ 7 დევნილი სტუდენტის სწავლა დააფინანსა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და კომპანიის წარმომადგენელმა სასწავლო სტიპენდიები სტუდენტებს დღეს გადასცეს.

„გალფი“ იმ დევნილ სტუდენტებს ეხმარება, რომლებმაც ეროვნული გამოცდები ჩააბარეს, თუმცა სახელმწიფო გრანტი ვერ მოიპოვეს და საკუთარი სახსრებით სწავლის გაგრძელების საშუალება არ აქვთ. ნავთობკომპანია დევნილი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს.