საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

მცხეთაში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება


2018-01-23 11:55:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მცხეთაში, 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, კორპუსებს აშენებს. 

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 23 იანვარს იწყება და 1 მარტამდე გაგრძელდება. 

განაცხადის შევსება შეუძლიათ ქალაქ მცხეთაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე:

• თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა;
• მცხეთა, ქალაქის მერიის შენობა - ანტიოქიის ქ. N7 (23 იანვრიდან - 2 თებერვლის ჩათვლით).
• ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6.