საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სამინისტრო დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდასაჭერად საგრანტო კონკურსს აცხადებს


2018-01-25 11:55:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რეინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ სახელმწიფო პროგრამისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში 650 000 ლარი გამოიყო, რომელსაც სამინისტრო საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე გასცემს.

გამარჯვებული ორგანიზაციები სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტებს შემდეგ სარეინტეგრაციო დახმარების სერვისებს შესთავაზებენ:

• სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება;
• საშემოსავლო პროექტების დაფინანსება;
• პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
• საცხოვრისით დროებითი უზრუნველყოფა.

საგრანტო პროგრამის მიზანს წარმოადგენს ისეთი სერვისების შექმნა, რომლებიც მოქალაქეებს არალეგალური ემიგრაციიდან დაბრუნებისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევაში დაეხმარება და ხელს შეუწყობს მათ წარმატებულ რეინტეგრაციას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ან მის ფილიალს, რომელიც დაინტერესებულია სამშობლოში დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 19 თებერვალი, 18:00 საათი.

მისამართი: თამარაშვილის ქ. N 15ა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო.

იხილეთ დანართის სახით მოცემული დოკუმენტები

რეინტეგრაცია - საგრანტო განცხადება N001-2018 

რეინტეგრაცია-N0100-2018 -განაცხადი 

რეინტეგრაცია-N0100-2018 -დანართი #1 - საგრანტო წინადადება 

რეინტეგრაცია-N0100-2018 -დანართი #2 - სამოქმედო გეგმა

რეინტეგრაცია-N0100-2018 -დანართი #3 - ბიუჯეტის ფორმა

რეინტეგრაცია-N0100-2018 -დანართი #4 - ფინანსური და პროგრამული ანგარიშები 

რეინტეგრაცია-N0100-2018 -წინადადების შეფასების კრიტერიუმები

რეინტეგრაცია-N0100-2018-მიმართულებების-აღწერილობა
 
რეინტეგრაცია-საგრანტო-პროგრამა-N001-2018