მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

დევნილი და ეკომიგრანტი ოჯახებისთვის ბათუმში კორპუსები შენდება


2018-02-17 13:05:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.

საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით, დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 26 მარტს დაიწყება და 25 აპრილამდე გაგრძელდება.

განაცხადის შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეეძლებათ:

• თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა;
• ბათუმი, ქალაქის მერიის შენობა - ასათიანის ქ. N25 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე).
• ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2 ბილდინგი“ აწარმოებს. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია