მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

სოზარ სუბარი ბრიტანელ მოსწავლეებს შეხვდა


2018-02-23 17:04:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრისას მინისტრმა საქართველოს ოკუპაციაზე, ომის შედეგებსა და წლების განმავლობაში დევნილთა მძიმე საცხოვრებელ პირობებზე ისაუბრა. სოზარ სუბარმა ბრიტანელ მოსწავლეებს სამინისტროს ფუნქციები გააცნო და იმ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დასაქმების მიმართულებით ხორციელდება.

მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებმა თბილისის ზღვის ახალ უბანში დევნილი ოჯახებისთვის გადაცემული ბინები დაათვალიერეს.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია