ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.
ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება.
განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:
• თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა;
• ბათუმი, ქალაქის მერიის შენობა - ასათიანის ქ. N25 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე).
• ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6.
ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა, სადაც ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა, 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.