მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს


2018-03-11 21:00:00

22 თებერვალს, არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, დაკავებულმა იოსებ პავლიაშვილმა და ლევან ქუტაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილს დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე შეხვდნენ.

„არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ჩვენი ორი მოქალაქე, იოსებ პავლიაშვილი და ლევან ქუტაშვილი არიან გათავისუფლებულები. მათ მიეცათ საშუალება, რომ დაეტოვებინათ ოკუპირებული ტერიტორია. მიმდინარეობს მუშაობა, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაც მოხდეს დროულად“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

სოზარ სუბარის ჩართვა პირველი არხის პირდაპირ ეთერში

სოზარ სუბარის ჩართვა იმედის კვირის პირდაპირ ეთერში

ლევან ქუტაშვილთან და იოსებ პავლიაშვილთან შეხვედრის კადრები