მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება მიმდინარეობს


2018-03-20 11:39:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, ბინას 164 დევნილ ოჯახს გადასცემს.

ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების მიღების პროცესი 5 აპრილამდე გაგრძელდება.

განაცხადების შევსება აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შემდეგ მისამართებზე შეუძლიათ:

• თბილისი, სამინისტროს მისაღები ცენტრი - თამარაშვილის ქ. N15ა;
• ბათუმი - აღმაშენებლის ქ.N19 (26 მარტიდან - 1 აპრილამდე);
• ქუთაისი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - აბაშიძის გამზ. N27;
• ზუგდიდი, სამინისტროს რეგიონალური სამმართველო - ხუბულავას ქ. N6.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე, მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.