საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინა 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა


2018-03-26 14:45:00

დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ორი 16-სართულიანი კორპუსი შენდება. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 164 დევნილ ოჯახსა და სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაზარალებულ 208 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა.

ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების შევსება, საწყის ეტაპზე, მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

26 მარტიდან 5 აპრილამდე, სამინისტროს თანამშრომლები განაცხადებს ბათუმში, აღმაშენებლის ქ.N19-ში მიიღებენ, რათა დევნილ ოჯახებს ტრანსპორტირებისთვის საჭირო დროისა და ხარჯის პრობლემა არ შეექმნათ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ბათუმში, განაცხადების შევსების პროცესს უშუალოდ გაეცნო.

ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე კორპუსების სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ჯი2 ბილდინგი“ აწარმოებს. დევნილთა და განსახლების სამინისტროს ბიუჯეტიდან ამ მიმართულებით 9 მილიონი ლარი გამოიყო. მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა 2018 წლის შემოდგომაზე დასრულდება.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია