მიმდინარეობს რეკონსტრუქცია
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა საკითხები

პრესრელიზები

სოზარ სუბარი ლონდონის ეკონომიკური სკოლის სტუდენტებს შეხვდა


2018-03-27 17:41:00

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ლონდონის ეკონომიკური სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

სოზარ სუბარმა სტუდენტებს სამინისტროს ფუნქციები გააცნო და იმ პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც დევნილთა გრძელვადიანი განსახლებისა და დასაქმების მიმართულებით ხორციელდება.

შეხვედრისას მინისტრმა საქართველოს ოკუპაციის შესახებაც ისაუბრა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.