საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 254 დევნილ ოჯახს გადაეცემა


2018-03-27 13:48:00

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უსასყიდლოდ კიდევ 254 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

ამ ეტაპზე, დევნილ ოჯახებს მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართები ბათუმში, ქობულეთში, ფოთში, აბაშაში, სენაკში, ბორჯომში, რუსთავსა და ვაზიანში დაუკანონდებათ.

2012 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადაეცა და ეს პროცესი გრძელდება.