საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

პრესრელიზები

სოზარ სუბარი ფოთის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო


2018-04-15 17:23:00

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ფოთის დღეებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო და ფოთის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვა.

,,ფოთის დღეები 2018“-ის ფარგლებში, ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინა. ტაძრის სამრევლო დარბაზში საქართველოს მუნიციპალიტეტების სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენა მოეწყო.

„მთელ საქრისტიანოს და განსაკუთრებით ფოთელებს, ვულოცავ კვირაცხოვლობის დღესასწაულს და ქალაქის დღესასწაულს. ეს ტაძარი, როგორც არქიტექტურულად, ისე ისტორიულადაც, ერთ-ერთი ძვირფასი ძეგლია საქართველოსთვის. კარგად მახსოვს ის პერიოდი, როდესაც დიდი ბრძოლა იყო თეატრის მოღვაწეებსა და ხალხს, მრევლს შორის, რომ დაბრუნებოდა ეს შენობა ეკლესიას. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. მეც ამ ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

იხილეთ ვიდეო 

იხილეთ ფოტოგალერია